Tuesday, May 11, 2010



პროექტი ,,მათემატიკა _ ეს ხომ სახალისოა”


პროექტის მიზანი - მოსწავლეთა დაინტერესება მათემატიკით და მოტივაციის გაზრდა .მათემატიკის კანონებსა და აღმოჩენებში წვდომა გამოჩენილი მათემატიკოსების, როგორც მოქალაქეების დაროგორც მეცნიერების,რეიტინგულიშეფასების მცდელობა .
პროექტის შინაარსი -პროექტის პირველ საფეხურზე მოსწავლეები აგროვებენ მასალებს მათემატიკის , როგორც გამოყენებითი მეცნიერების შესახებ ორი კვირის განმავლობაში.
შეგროვილი მასალებით ჩატარდება სახალისო საღამო ,, მათემატიკა ჩვენს გარშემო” .(ორ –სამ კვირაში) .
მეორე ეტაპზე მომზადდება,,სახალისო მათემატიკის საღამო”, მესამე ეტაპზე მატემატიკოსთა ბიოგრაფიების შესწავლა დაიწყება. მასაც საღამოს სახე მიეცემა
და ღონისძიების სახით ჩატარდება. შეიძლება მომზადდეს ინტელექტუალური საღამო ,ტრადიციული შეჯიბრებები, თვითნაკეთი ხელსაწყოების გამოფენა, ზეპირი ჟურნალი, კედლის გაზეთი, ჟურნალის გამოშვება და ა.შ. ყველაფერი ჩატარდება ინდივიდუალური საღამოს სახით ან მათემატიკის კვირეულის სახით თითოეულ ღონისძიებას ექნება თავისი მიზანი, ხარჯთაღრიცხვა საღამოების ორგანიზებისა და გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოებისათვის საჭირო თანხების გათვლით.
მონაწილეთა ასაკი- ღონისძიებები გათვლილია 12-14 წლის ასაკის
მოსწავლეებისათვის.
ვადები - ღონისძიებები განაწილდება ერთ სასწავლო წელზე.
პროექტის აქტივობები- კონფერენცია ,სასწავლო დისკუსიები, jigsov ,შეჯიბრება და სხვა.
შედეგები- გაიზრდება ინტერესი მათემატიკისადმი, სახალისო კუთხით
მიდგომა გააადვილებს მათემატიკის კანონებსა და ფორმულებშ გარკვევას, ამაღლდება მოსწრების მაჩვენებელი.
სამუშაო ენა -ქართული
პროექტის ფასილიტატორი -მანანა მახარობლიძე ფასილიტატორის ელ-ფოსტა-maxaroblidze1@gmail.com